ევროპის პარლამენტს უნდა ესმოდეს, რომ ამათ მხოლოდ მკაცრი ენა ესმით - გია ჯაფარიძე „ოცნებაზე“

სულ ნახვები : 172
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპის პარლამენტს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რუსული ოლიგარქია, ამათ ესმით მხოლოდ მკაცრი ენა, - განუცხადა CNews-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გია ჯაფარიძემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შესახებ.

მისი თქმით, დროა ამოქმედდეს სანქციები გადაწყვეტილებების მიმღებთა მიმართ, რომ „ოცნებამ“ უკან დაიხიოს.

„მთავარია, რომ ახლა რეზოლუცია მიიღონ და შემდეგ ეს გაითვალისწინოს ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ. მე ვფიქრობ, რომ  განცხადებების დრო დასრულდა,  ახლა არის ქმედებების დრო. უკვე უნდა მიიღონ კონკრეტული ზომები და სანქციების ქვეშ მარტო რაზმის უფროსი და პოლიციის უფროსი კი არ უნდა მოექცნენ, სანქციები იმ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებზე უნდა გავრცელდეს, ვინც მათ ბრძანებებს აძლევს.

ევროპის პარლამენტს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რუსული ოლიგარქია, ამათ ესმით მხოლოდ მკაცრი ენა, არ ესმით ეს განცხადებები, რბილი საუბარი და დაშოშმინების პოლიტიკა, ესმით მხოლოდ კონკრეტული ქმედებების.

როგორც დაიხიეს შარშან მარტში უკან, ისევ დაიხევენ ახლაც,  თუ დაინახავენ ხალხის სიმრავლეს, პარტიების, ენჯეოების, მედიის სინერგიას, თუ დაინახავენ დასავლეთიდან უფრო მკაცრ ქმედებებს“, - განუცხადა Cnews-ს ჯაფარიძემ.

მისი თქმით, რუსული კანონის მიღებას აუცილებლად მოჰყვება  ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმება.

„კანონის მიღება აუცილებლად აისახება ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე, შეუძლებელია აგენტების იარლიყები მიაწებონ ადამიანებს და ამას შემდეგ მათ მიერ შემდეგ პოლიტიკური თავშესაფრის ძიება არ მოჰყვეს. როგორც კი ეს მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება, მაშინვე გადაიხედება ევროპისა კავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმი, ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რაც გვაქვს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ Cnews-თან საუბრისას.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა