არ გვეშინია, გავაგრძელებთ პროტესტს! - ახალგაზრდების პასუხი შსს-ს

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„არ გვეშინია მუქარის“ , - შსს-ს მუქარასა და გაფრთხილებას ახალგაზრდები და სტუდენტები ასე პასუხობენ.

მათივე თქმით, არ აპირებენ უკან დახევას და გააგრძელებენ პროტესტს.

„ეს არის ახალგაზრდების მიმართ მუქარა, მაგრამ ახალგაზრდებს არ ეშინიათ ამის, რადგან არ ვარღვევთ არანაირ კანონს. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და გავარგრძელებთ პროტესტს, როგორც იყო დაგეგმილი“ , - აცხადებს სტუდენტი საბა სხვიტორიძე.

ცნობისთვის, დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არსებობს, შესაბამისად, თუ ისინი გააგრძელებენ ხელოვნურად მოძრაობის შეფერხებას, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა