ევროპარლამენტის მხრიდან პერსონალური სანქციების განხილვის დაწყებაც კი გასაკვირი ვერ იქნება - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპარლამენტის მხრიდან ამგვარი მკაცრი შესაძლებლობების განხილვა, მათ შორის, პერსონალური სანქციების განხილვის დაწყებაც კი, ბუნებრივია გასაკვირი ვერ იქნება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო მეგობრები ივანიშვილს მოუწოდებენ უკან წაიღოს რუსული კანონი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს ქვეყანა ევროპული გზით სიარულს.

„საქართველოს ყველა საერთაშორისო მეგობარი, იქნება ეს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო თუ ევროკავშირის სხვადასხვა ორგანო, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისია თუ ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები, ძალიან ცხადად ამბობენ, რომ „რუსული კანონი“ არის წინაღობა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. მოუწოდებენ ივანიშვილს რომ გაიწვიოს „რუსული კანონი“ და გაითვალისწინოს საქართველოს მოქალაქეების ნება, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ევროპული არჩევანი დაიცვან. ამიტომ, ევროპარლამენტის მხრიდან ამგვარი მკაცრი ოფციების განხილვა, მათ შორის, შესაძლებელია პერსონალური სანქციების განხილვის დაწყებაც კი, ბუნებრივია, გასაკვირი ვერ იქნება იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც მხარდამხარ ყოველდღე რუსთაველზე დგანან, საქართველოს ევროპელი მეგობრები ცდილობენ, გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა