რატომ გაქვს სახელი გაფუჭებული - იაგო ხვიჩია არასამთავრობო სექტორს

სულ ნახვები : 165
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვიღაცას ანტი ამერიკული კანონის გატანის და პოპულისტურად მოსახლეობისთვის წარმოუდგენია ის, რომ ამ კანონს დადებითი ამბავი მოჰყვება ის, რომ ვიღაცები გაქრებიან. ამ დაპირებაში, ხომ კარგი არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ შენ რატომ გაქვს სახელი ისე გაფუჭებული, რომ ამას მოსახლეობას ჰპირდებიან და ეს მოსახლეობას მოსწონს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორმა, სულ სხვა ამერიკაზე ისაუბრა ამ წლების მანძილზე მოსახლეობაში და ამიტომაც ხდება ის, რომ ახერხებს ადამიანებით მანიპულირებას „ქართული ოცნება“.

„საქართველოში ამერიკული და დასავლური ინტერესები, რომ წარმოდგენილიყო ისე სწორად, როგორც ამერიკაშია, რაც ნიშნავს საკუთრების თაყვანისცემას, ანუ საკუთრების უზენაესობას, თავისუფალ სასამართლო სისტემას, რაც ნიშნავს გამოხატვის თავისუფლებას და არ ყოფილიყო ამერიკული ღირებულებებად წარმოდენა იმისა, რაც რეალურად არ არის და არასდროს არ ყოფილა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე ამერიკული ღირებულებები და მერე ი. ადამიანების გარიყვა დასავლური საზოგადოებისგან, ნებისმიერი მცდელობა ისმი, რომ ხალხი, რომელიც მესამე, მეოთხე თაობის ფემინიზმს არ აღიარებს და რომელიც არ არის ამერიკელი ლიბერალი იმ გაგებით, რა გაგებითაც სოციალისტური ელემენტები ამერიკაში მოძრაობენ და სხვადასხვა რაღაცას აფარებენ თავს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რაღაც ბოლშევიკურია. რომ არ თქმულიყო, რომ ეს არის მხოლოდ ამერიკული ღირებულება და არა ის, ამერიკული-კონსერვატიული ღირებულებები, რომლისაც ჩვენ გვჯერა სინამდვილეში რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეს ხომ ყველაფერი დასავლური და ამერიკული ღირებულებებია და რომლითაც ის დასახელებული ხალხი, რომელსაც დღეს ხელისუფლება იარაღად იყენებს, რომ მე ხალხო ამერიკას კი არ ვებრძვი, ამათ ვებრძვი და სინამდვილეში ამათთან (ენჯეო) ბრძოლის ფარგლებში ამერიკელებს ებრძვის, წარმოიდგინეთ, რომ ამათმა ვინც ამერიკელების სახელით საქართველოში ლაპარაკობდნენ ამ წლების განმავლობაში ნამდვილ ამერიკულ ღირებულებებზე, ხომ ძალიან ცოტა ილაპარაკეს და ძირითადად რაღაც სისულელეები ილაპარაკეს, ამიტომა რის შესაძლებელი, რომ აქ აშშ-ის ებრძოლო თორემ, აბა რაც ჰოლივუდმა მოახერხა საქართველოში ეგ ვნახოთ, რემბოს და ტერმინატორს ხომ არ ვებრძვით. ამ ადამიანებს კინოში სხვა რამ ჰგონიათ ამერიკა და ვინც მოდის ადამიანები და გველაპარაკება ის რაღაც გიჟურ ამერიკაზე გველაპარაკება და ჩვენ გვინდა ფილმების ამერიკა აქ", -განაცხადა ხვიჩიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა