მიგვაჩნია, რომ ირაკლი კობახიძისა და მისი თანმხლები პირების ქმედება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის იდეას - თსუ-ს პროფესორების პეტიცია

სულ ნახვები : 348
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტის პროფესორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მისი თანმხლები პირების ქმედება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის იდეასა და მისიას, ახალისებს ძალადობას, დაპირისპირებას და არღვევს სტუდენტის უფლებებს, - ამის შესახებ ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ავრტცელებენ.

ისინი სტუდენტების პოლიტიკური ნიშნით დაყოფის და ძალადობის შემთხვევებს გმობენ.

"ჩვენ, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ვგმობთ 2024 წლის 20 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ფაქტს. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტის პროფესორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მისი თანმხლები პირების ქმედება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის იდეასა და მისიას, ახალისებს ძალადობას, დაპირისპირებას და არღვევს სტუდენტის უფლებებს. დაუშვებელია პოლიტიკოსის პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად სტუდენტის ლექციაზე არდაშვება, მასზე ფიზიკური ძალადობა, სტუდენტების დაყოფა პოლიტიკური და სხვა ნებისმიერი ნიშნით. არავის აქვს უფლება ძალადობრივი მეთოდებით შეზღუდოს ადამიანის/სტუდენტის გამოხატვის თავისუფლება. უნივერსიტეტი უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, სადაც დაცული იქნება კანონიერების ფარგლებში პოზიციისა და აზრის გამოხატვის უფლება". - მათქვამია პეტიციაში, რომელსაც ხელს  50-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი აწერს.

შეგახსენებთ, 20 აპრილს, უნივერსიტეტის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ უნივერსიტეტის სტუდენტს, ნიკო მანაგაძეს, რომელმაც  პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს რუსეთის მონა უწოდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა