არ მივცემთ უფლებას მიიღონ რუსული კანონი - ლაშა კომახიძე

სულ ნახვები : 166
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები, პოლიტიკური პარტიები, დასავლური სამოქალაქო საზოგადოება არ მივცემთ უფლებას მიიღონ რუსული კანონი და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი პერფორმანსი. ქუთაისის გარდა, იგეგმება  ქალაქ ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიური მსვლელობა. ბოლოს კი ყველაფერი დაგვირგვინდება თბილისის ქუჩებში, - ამის შეახებ ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი არასოდეს ყოფილა ასე ერთიანი.

„ასეთი ერთიანი საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს მინახავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. უიშვიათესია ასეთი მომენტები ,როდესაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, 80 პროცენტი ერთიანია ერთი იდეის ირგვლივ - საქართველოს ადგილი არის ევროპაში .

ჩვენი დღევანდელი პერფორმანსიც სწორედ ამას ემსახურება ,რომ გავიდეთ რეგიონებში და მოქალაქეებს ადგილობრივებს , მოქალაქეებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ,მაქსიმალურად დავაშოროთ და ვაპოვნინოთ სხვაობა მდინარაძის  პროპაგანდისტულ -კრემლისტურ ტყუილსა და სიმართლეს შორის, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და რუსული კანონით ევროპაში არავინ გველოდება და არავინ მიგვიღებს .“ქართული ოცნება“ ცხადია, რომ ეწევა საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს. ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები, პოლიტიკური პარტიები, დასავლური სამოქალაქო საზოგადოება ამის უფლებას ე.წ რუსულ სახელმწიფოს არ მივცემთ და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი პერფორმანსი. იგეგმება ქუთაისის გარდა ქალაქ ზუგდიდში ანალოგიური მსვლელობა და ამავდროულად გვექნება ქალაქ ბათუმში ,რაც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგვირგვინდება თბილისის ქუჩებში.“ - განაცხადა კომახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა