რაც უნდა განცხადება გააკეთოს შსს-მ, სუს-მა და „რუსული ოცნების“ მესვეურებმა, ამ ხალხს არ გააჩერებს არაფერი - იგორ ნარმანია

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რაც უნდა განცხადება გააკეთოს შსს-მ, სუს-მა და „რუსული ოცნების“ მესვეურებმა, ამ ხალხს არ გააჩერებს არაფერი, - აცხადებს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია, რითაც შსს-ს განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმი არის შეშინებული, დასუსტებული და ეშინია ქართველი ახალგაზრდების.

„შსს-ს ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმი არის შეშინებული, დასუსტებული და ეშინია ქართველი ახალგაზრდების, რომლებიც თვითორგანიზებით გამოდიან თბილისის ქუჩებში და თვითორგანიზებით გამოხატავენ პროტესტს ქალაქში, ამიტომ რაც  უნდა განცხადება გააკეთოს შსს-მ, სუს-მა და „რუსული ოცნების“ მესვეურებმა, ამ ხალხს არ გააჩერებს არაფერი. თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის თბილისის ქუჩებში და აპროტესტებს იმ უმსგავსობას, რასაც სჩადის „რუსული ოცნება“, ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროტესტის გაჩერებას კი არა, უფრო მეტ მუხტს უნდა ველოდეთ. თუ შსს, სუსი ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, უფრო მეტად გააბრაზებენ ამ ხალხს და უფრო მეტ გაბრაზებულ ადამიანს მიიღებს თბილისის ქუჩებში“ - აღნიშნა იგორ ნარმანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა