ყველაფერი თავზე დამემხო, ისეთი შოკი მივიღე, ბევრი ემოცია მომაწვა და მერე რა ილაპარაკა პრეზიდენტმა, არ მახსოვს - ლაზარე გრიგორიადისი

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 ყველაფერი თავზე დამემხო, ისეთი შოკი მივიღე, ბევრი ემოცია მომაწვა და მერე რა ილაპარაკა პრეზიდენტმა, არ მახსოვს - აცხადებს მარტის აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდა , ლაზარე გრიგორიადისი ტვ პირველის ეთერში.

როგორც გრიგორიადისი ამბობს, პრეზიდენტის აზრი მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვის. 

"ვუყურებდი „რეაქციას“ და მომენტალურად ყველაფერი თავზე დამემხო, ისეთი შოკი მივიღე, ბევრი ემოცია მომაწვა და მერე რა ილაპარაკა პრეზიდენტმა, არ მახსოვს. 

პრეზიდენტის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მივხვდი რა გეზიც აქვს აღებული და რისთვისაც იბრძვის და ასეთი ადამიანები, ვინც ევროკავშირისთვის იბძვიან, მისაღებია,“ - ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა