არასწორია, თითქოსდა უვიზოს გაუქმებას EU-ს წევრების კონსენსუსი ესაჭიროება - კახა გოგოლაშვილი

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც გოგოლაშვილი ფეისბუქზე წერს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უბრალო უმრავლესობის მიმართვაა საკმარისი.

"რაც შეეხება ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, ამიტომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელი ამოცანა არისო. სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით. ასე მგონია ოცნების ჩინოვნკებმა ინგლისური არ იციან, ან ჰგონიათ, რომ მათ გარდა სხვამ არავინ იცის საქართველოში", - წერს გოგოლაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა