პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ - ზარქუა სენატორებზე

სულ ნახვები : 191
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილს.

„პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ. კანონს ვიღებთ, რომელიც აშშ-ში ათობით წელია უფრო მკაცრი ფორმით არსებობს. აფინანსებ მილიარდობით დოლარებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ქართველმა ხალხმა, ერმაც და ბერმაც გითხრათ, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი ქართულ ინტერესებს არ ხმარდება. იმ ნაწილში, სადაც გვეხმარებიან თავდაცვის მიმართულებით - დიდი მადლობა, ეს დასაფასებელია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მაგარი ბიჭები ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან მხარდამხარ“, - აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა