ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი მოსკოვში გაიქცა

სულ ნახვები : 1,102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინ, 7 მაისს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას მოხსნის ბრძანებას მოაწერა ხელი.

აფხაზური მედია წერდა, რომ მოხსნილ არძინბას ბჟანიამ რესპუბლიკის დატოვება აუკრძალა.

აღმოჩნდა, რომ არძინბას რესპუბლიკა უკვე დატოვებული ჰქონდა. ინალ არძინბამ საგანგებო მიმართვა გაავრცელა.

„მე დავწერე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით.

ეს იყო დაგეგმილი გადაწყვეტილება. ახლა მოსკოვში ვარ.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც მივაღწიეთ შედეგებს. ბევრი სამუშაო გაკეთდა.

წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ არის აფხაზეთის რესპუბლიკისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს მომავლისკენ, წინსვლისკენ“, - წერს არძინბა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა