სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ვგმობთ ძალადობას - ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

სულ ნახვები : 737
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

"მოგესალმებით! ჩვენ ვხვდებით ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე და სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას.

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მიიჩნევს, რომ რუსული კანონპროექტი რადიკალურად ცვლის საქართველოს საგარეო ვექტორს ჩრდილოეთისკენ, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

,,გირჩევთ'' სხვა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებს რომ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. თვითმმართველობა დამოუკიდებელი ორგანოა და დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო თუ არასასკოლო ცხოვრებაში.

პატივისცემით, სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე - ირაკლი შონია," - აღნიშნულია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა