„ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლეს საბჭოში გაუნაწილებელი მანდატების მითვისებას ცდილობს

სულ ნახვები : 337
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მმართველი პარტია საარჩევნო მაქინაციებს განაგრძობს, ამის შესახებ დღეს, 17 ივლისს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო ჩხეტიამ ბრიფინგი გამართა.

ჩხეტიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილება დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც, იცვლება უმაღლეს საბჭოში მანდატების გადანაწილების წესი.

„არჩევნების წაგების შიშით შეპყრობილი „ოცნება“ აგრძელებს საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგებას.

ამ მიზნით, 11 ივლისს უმაღლეს საბჭოში დარეგისტრირდა  „აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში ცვლილებები, აღნიშნული კანონპროექტით იცვლება მანდატების განაწილების წესი.

მანდატების განაწილების არსებული წესით არ რჩებოდა გაუნაწილებელი მანდატი, შემოთავაზებული წესი კი გათვლილია გაუნაწილებელი მანდატის მორჩენაზე, რომლის მითვისებასაც ცდილობს ოცნება.

მოგეხსენებათ, რომ აჭარის არ უმაღლესი საბჭო შედგება 21 წევრისგან, სადაც ერთ მანდატსაც უმრავლესობის ფორმირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ამასთან, ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ აქტიურად მუშაობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვა რეგიონებიდან ამომრჩევლის გადმოწერაზე. სხვა რეგიონებიდან საკუთარი მომხრეების გადმოწერით „ოცნება“ ცდილობს ჩვენი არჩევანის შეცვლას და ძალაუფლების მიტაცებას აჭარაში.

ამ ქმედებებში ახალი არაფერია, კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება და ამომრჩევლების საჭირო ოლქებში გადაწერა ის მეთოდებია, რასაც აქტიურად იყენებდა „ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში წაგებულ მუნიციპალიტეტებში“, - განაცხადა ჩხეტიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა