რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში „საქართველოს აგენტი“ დააკავეს

სულ ნახვები : 1,561
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება,

რომ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავა. ვრცელდება მისი დაკითხვის კადრებიც. ვიდეოს Апсны Иахьа ავრცელებს.

„24 აპრილს, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქალაქ გაგრაში, უსაფრთხობის სახელმწიფო სამსახურმა, საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი, აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქე კახა შოთას ძე მურადოვი დააკავა. საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის ჯაშუშურ საქმიანობაზე“, – ნათქვამია ვიდეოს დასაწყისში მარიონეტული რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, მურადოვს გაგრის ბატალიონის ყოფილ მეთაურებთან, მხედრიონისა და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებთან აქტიურ კომუნიკაციაში ადანაშაულებენ.

თავად მურადოვი ვიდეოში ამბობს, ის საქართველოს შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, რომელიც სუს-ის დავალებით მოქმედებდა. მას აფხაზეთის ტერიტორიაზე შემომავალი რუსული სამხედრო ტექნიკისთვის უნდა ედევნა თვალი და მონაცემები ქართული მხარისთვის გადაეცა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა