საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდა

სულ ნახვები : 236
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

81 მომხრე და 1 წინააღმდეგი - პარლამენტის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდა.

ცვლილებების მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლებოდა, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არჩევნების მეორე ტური ინიშნებოდა. “ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა