აშშ-ს მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე მიუნხენში არ შეუშვეს





..
აშშ-ს სანქცირებული საქართველოს უმაღლესი იუსტიციის საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე მიუნხენში არ შეუშვეს, რაც დიდი ალბათობით სანქციებს უკავშირდება, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, აშშ-ს მიერ მოსამართლეების სანქცირებაზე პროკურატურას რეაგირება უნდა მოეხდინა.
„მურუსიძე მიუნხენში არ შეუშვეს, მაღალი ალბათობით ეს არის სანქციები. პროკურატურა ამაზე რეაგირებას დიდი ხანია უნდა ახდენდეს, თუ როგორ იზრდება ყოვედღიურად ყოველთვიურად მოსამართლეთა ქონებები“, - განაცხადა თამარ ლალიაშვილმა.
მურუსიძე მედიის კითხვებს არ პასუხობს.