აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა





...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა - ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა
მილერი აცხადებს სანქციები "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს და პოლიციელებს შეეხება.
"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებებით. ეს მოქმედებები აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვებისთვის ათობით ქართველი პირისთვის. ეს მოიცავს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და ასევე შეეხება ოჯახის წევრებსაც", - განაცხადა მილერმა.