ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებში ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს
...
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველი მონაცემები ბიულეტენების 21%-ის დათვლის შემდეგ გამოაქვეყნა.
ამ მონაცემებით, თავდაჯერებულად ლიდერობს ექს-პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია, მეორე ადგილზეა ამჟამინდელი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პარტია ნიხასია, მესამეზე კი კომუნისტური პარტია.
ცესკოს მონაცემები:
„ერთიანი ოსეთი“ 45,67%,
"ნიხასი" 29.59%
კომუნისტური პარტია - 6,14%,
"აირი ფარნი" - 5,86%
სახალხო პარტია 5,37%
„ხალხის ერთობა“ 2,4%.
„ერთობა“ 2.37%
ყველა 3%-ის წინააღმდეგ პარტია „ერთიანი ოსეთი“ ვლადიკავკაზის უბანზე კენჭისყრის შედეგების გაუქმებას ითხოვს ბათილად მყოფი ბიულეტენების სიმრავლის გამო.