ბოიკოტი არ ნიშნავს, რომ ვიღაცას სამსახურში სიარული ეზარება - შალვა პაპუაშვილი

სულ ნახვები : 118
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს, - აცხადებსა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რითაც  ოპოზიციის ნაწილის მიერ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხმიანება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს საკითხი პარლამენტში უკეთ უნდა გაიწეროს, რომ  ბოიკოტში მყოფმა დეპუტატებმა ხელფასი ვერ მიიღონ.

„მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს, ბოიკოტი იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას სამსახურში სიარული ეზარება და ამიტომ დაწეროს, რომ არ მოდის, ან ვიღაც არ მოსწონს ან რაღაც არ მოსწონს ან ცუდ ხასიათზეა ან რაღაც პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. თავისი არსით ეს უნდა გულისხმობდეს პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც ეს საკითხი განიხილება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა