მიხვდით, რომ დადგა თქვენი წასვლის დრო - შალვა ნათელაშვილი „ოცნებას“

სულ ნახვები : 202
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს, 11 ივნისს ბრიფინგი გამართა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, მმართველი პარტიის და მისი მომხრეების მიმართ დაწესებულ სანქციების საკითხს შეეხებოდა.

ნათელაშვილმა აშშ-ში ვიზიტს ისტორიული უწოდა და მოუწოდა „ოცნების“ წარმომადგენლებს წავიდნენ დაკავებული პოსტებიდან.

„დამთავრდა ისტორიული ვიზიტი აშშ-ში და ის მართლაც ისტორიული გამოდგა ჩვენი ქვეყნისთვის. მმართველ ოლიგარქს და მის დანაშაულებრივ დაჯგუფებას, როგორც ათეული წელია ვპირდებოდით ჩამოვუტანეთ სანქციები, რომლებიც  გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი ქოცი არ დატოვებს ძალაუფლებას. მე მივმართავ ე.წ. საპარლამენტო უმრავლესობას დაიშალეთ, რაც გამოიწვევს მთავრობის გადადგომას, არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის შექმნას და ახალ ეტაპზე ქვეყნის განვითარებისა, მშვიდობიან და დემოკრატიულ გადასვლას. მიხვდით, რომ დადგა თქვენი წასვლის დრო", - განაცხადა ნათელაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა