„აგენტის იარლიყის ქვეშ პარტნიორობა რთული იქნება“ - ლუკა ბერაია EU-ს დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„აგენტის იარლიყის ქვეშ პარტნიორობა რთული იქნება“, - ამის შესახებ მოძრაობა „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ წევრმა, ლუკა ბერაიამ Cnews-სთან ევროკავშირის დაფინანსებების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.

თუმცა, იმედოვნებს, რომ „დასავლეთი არათუ შეამცირებს დახმარების პაკეტებს ქართველი ხალხისთვის, არამედ გაზრდის კიდეც“.

„ბუნებრივია აგენტების კანონი ზღუდავს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთიდან იღებენ შემოსავალს. შესაბამისად, აგენტის იარლიყის ქვეშ პარტნიორობა რთული იქნება.  მიუხედავად ამისა, მაინც მაქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი არათუ შეამცირებს დახმარების პაკეტებს ქართველი ხალხისთვის, არამედ გაზრდის კიდეც და იყო ამაზე მსჯელობა - ევროკავშირის ერთ-ერთმა ელჩმა განაცხადა ამის შესახებ. ის დახმარებები, რომელიც ხელისუფლებისკენაა მიმართული უფრო მეტად სამოქალაქო საზოგადოებისკენ.

თუმცა, გასათვალისწინებელია ის დინამიკა იმ მდგომარეობის, რაც საქართველოში გვაქვს. თუ შეიზღუდა სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც ამ კანონის მიზანია, რა თქმა უნდა, დასავლეთს არ დარჩება ქვეყანაში დასაყრდენი [ორგანიზაციის კუთხით], რაც აქვს და დღეს ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ქართველი ხალხი“, - განაცხადა ბერაიამ Cnews-სთან.

მარიამ ხარებავა, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა