შერცხვენილი იქნება და ფაქტობრივად, ხელჩამოურთმეველი პიროვნება - რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძეზე

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ასეთ ვითარებაში ის იქ შერცხვენილი იქნება და ფაქტობრივად, ხელჩამოურთმეველი პიროვნება, -  განაცხადა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ.

მისი თქმით, ამ ფორუმში არმონაწილეობა ფაქტობრივად  დსთ-ს გაერთიანებაში განაცხადი იქნებოდა.

„ამ ფორუმზე მსოფლიოს 90 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არმონაწილეობა წარმოუდგენელი რამ იქნებოდა. ფაქტობრივად, ეს პირდაპირ დსთ-ს გაერთიანებაში განაცხადი იქნებოდა. ბუნებრივია, რომ ეს დაუშვებელი იყო, ვერ გაბედა ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ, როდესაც ირაკლი კობახიძე უკრაინასთან დაკავშირებულ ფორუმზე ჩადის და მანამდე ლანძღავს ამ ქვეყანას, პირადად მის პრეზიდენტს, 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად, ანტიუკრაინულ კამპანიას ეწევა და რუსეთს უჭერს მხარს პოლიტიკურადაც და თუნდაც პარალელური ე.წ იმპორტის დაშვებით, რომელიც თურქეთიდან რუსეთში საქონელი შეედინება. ასეთ ვითარებაში ის იქ შერცხვენილი იქნება და ფაქტობრივად, ხელჩამოურთმეველი პიროვნება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა