სად გაქრა ქეთა თოფურია?

სულ ნახვები : 1,458
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, რომელიც უკვე წლებია ყაზახური ჯგუფის „A-Studio“-ს სოლისტია, აქტიურ სასცენო მოღვაწეობას ფაქტობრივად ჩამოშორდა.

რუსულ ყვითელ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რასაც მომღერლის „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო მასალაც ამყარებს, ის ფეხმძიმედ არის და მესამე ბავშვს ელოდება, თუმცა, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ჯგუფმა რამდენიმე ახალი სიმღერა ჩაწერა და დიდ კონცერტებზე სულ უფრო იშვიათად ჩნდებიან.

თოფურია არ იძებნება იმ მომღერლების სიაშიც, რომლებიც რუსული მუსიკალური კონკურსის „ახალი ტალღის“ მუდმივი სტუმრები იყვნენ.

ცნობისთვის, თოფურიას არ მიუღია მონაწილეობა არცერთ დიდ კონცერტში, რომელიც ე.წ. Z პროპაგანდის მხარდასაჭერად ტარდებოდა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა