ევროპის საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინას წევრობის გზაზე - შარლ მიშელი

სულ ნახვები : 144
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მივესალმები უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებისთვის პრინციპულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

შარლ მიშელის თქით, ევროპის საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინას წევრობის გზაზე.

„ველოდები ორივესთან პირველ სამთავრობოთაშორის კონფერენციას. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ წევრობის გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა