ეს არის მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - მაია სანდუ

სულ ნახვები : 310
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს არის მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებაზე განაცხადა.

„მოხარული ვარ, მივესალმო ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის განცხადებას, მოლდოვასა და უკრაინასთან პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციების შესახებ, რომელიც 25 ივნისს გაიმართება. ეს არის მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და უფრო ძლიერი, ერთიანი ევროპისკენ“, – დაწერა მაია სანდუმ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა