შარლ მიშელთან ვისაუბრე „ქართულ ქარტიაზე“ - სალომე ზურაბიშვილი
სულ ნახვები :
254
...
შარლ მიშელთან ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.
„შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, საქართველოს ურყევ მოკავშირესთან, უკრაინისთვის მშვიდობის სამიტზე. განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტი და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისკენ ნაბიჯები; ვისაუბრე „ქართულ ქარტიაზე“, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან,“ - წერს ზურაბიშვილი.