საქართველოში 6-დან 16 წლამდე სკოლის მიღმა დარჩენილი 10 404 მოზარდია

სულ ნახვები : 413
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2021 წლიდან ამოქმედდა „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“. 

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცლეებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი, რომლებიც არ დადიან სკოლაში და არ ირიცხებიან მოსწავლეთა ბაზაში.

პროგრამას UNICEF აფინანსებს. ექსპეტების ვარაუდით განათლებამიუღებელია ბავშვების რაოდენობა საქარტველოში ბევრად მეტია.

„მე ეჭვს  შევიტანდი თვითონ არ ციფრში, რომელიც ბევრად დიდია. საქართველოში არ არსებობს სამსახური, რომელიც ამ კონტიგენტს დაითვლის და შექმნის მონაცემთა სრულ ბაზას. ამ ეტაპზე, UNICEF-ის, მაკედონიისა და  და ბულგარეთის მთავრობებთან ერთად შექმნილ პროგრამას, რომელშიც საქართველოც ჩერთო, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ.  მე უფრო გავზრდიდი იუსტიციის სამინისტროს და ჯანდაცვის სპეციალური სერვისების როლს - პრობლემა აქ პირველ რიგში სოციალურია“, - განაცხადა CNews-თან საუბარში სახელმძღვანელოების ავტორმა, განათლების ექსპერტმა ლია ანდრონიკაშვილმა.

განათლების სამინისტრო წელს გეგმავს ასეთი ტიპის მოზარდებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზებას. პედაგოგებთან ერთად მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ მანდატურები. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 10 სექტემბერს დაამტკიცა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა