მსგავსი რეიტინგი საქართველოს 2019 წელს ჰქონდა და ქვეყანა ერთ ადგილზე იტკეპნება - გოცირიძე Fitch-ზე

სულ ნახვები : 193
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე, ეხმაურება Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგის ძირითადი მაჩვენებელი იგივე დარჩა, მისი ქვეკომპონენტი, პერსპექტივის მაჩვენებელი, ერთი საფეხურით გაუარესდა. 

მისი თქმით, რეიტინგის ეს კომპონენტი ასევე  და ძალიან მნიშვნელოვანია. იგი აჩვენებს, ქვეყნის პერსპექტივა ნეგატიურია, სტაბილური თუ პოზიტიური. ეს ფაქტობრივად ქვერეიტინგია. პოზიტიური მოლოდინების სტაბილურამდე დაქვეითება ამ რეიტინგის გაუარესებას ნიშნავს.

"Fitch-მა საქართველოს რეიტინგი გააუარესა. იყო BB პოზიტიური, გახდა BB სტაბილური. ამის მიზეზი, კომპანიის განმარტებით, ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური გარემოს გაუარესებაა. ალბათ, ამაში  ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც იგულისხმება, რაც  რუსული კანონის მიღებით იყო განპირობებული.

მსგავსი რეიტინგი საქართველოს 2019 წელს ჰქონდა და მრავალი წელია ქვეყანა ერთ ადგილზე იტკეპნება", - განაცხადა გოცირიძემ.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა