ტორნადოს დროს ალავერდში მღვდელმა ტურისტი შორტების გამო არ შეუშვა

სულ ნახვები : 445
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტორნადოს დროს ალავერდში მღვდელმა ტურისტი შორტების გამო არ შეუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას, სხვადასხვა უცხოურ გამოცემებს, ამერიკელი ყოფილი ჟურნალისტი, პოლ რიმპლი აწვდის.

რიმპლის თქმით, მას და მის თანმხლებ პირ ქალს სურდათ ძლიერი ტორნადოს დროს, თავი ეკლესიისთვის შეეფარებინათ, თუმცა მღვდელმა მათ ამის საშუალება არ მისცა, რის გამოც ტორნადოს დასრულებამდე ეკლესიის შესასვლელის კუთხეს ეფარებოდნენ.

„ჩვენ გავიქეცით ეკლესიაში, რათა თავი შეგვეფარებინა. სასულიერო პირმა არ შემოუშვა ჩემი სტუმარი ქალი, იმ მიზეზით, რომ ის შორტებში ყო. მე ავუხსენი, რომ ტორნადო მოდიოდა, მან კი გაიღიმა, ის მას ვერ ხედავდა ამიტომაც თავად ვაჩვენე, მან კვლავ გაიღიმა, როგორც მოსულელომ და თქვა - არა.

მე ვერაფერი დავინახე კარებს უკან, რითაც მას შეეძლო ფეხები დაეფარა, ამასობაში კი ტორნადო გვიახლოვდებოდა. ჩვენ კვლავ შევეცადეთ ეკლესიაში შესვლას, მაგრამ მან დაიყვირა - არა! ტორნადო გვიახლოვდებოდა, ამიტომაც გავიქეცით და მოვეფარეთ ტაძრის შესასვლელის კუთხეს, ამ დროს კი ტორნადო უკვე აბრუნებდა ავტომანქანებს და მოჰქონდა ეკლესიის სახურავის ნაწილები“, -აცხადებს რიმპლი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა