„ქალაქი მუზეუმი“ „გეიარ-გამეიარეს“ ნაცვლად - ქუთაისელების პროტესტმა შედეგი გამოიღო

სულ ნახვები : 240
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკვე რამდენიმე დღეა ქუთაისში, დისკუსიის საგნად იქცა ტურისტული აპლიკაციის სახელი, რომელსაც ქალაქის ხელმძღვანელობამ „გეიარ-გამეიარე“ დაარქვა.

სახელმა მოქალაქეებში, პოლიტიკოსებსა და ტურისტული სფეროს წარმომადგენლებში უკმაყოფილება გამოიწვია. ყველანი ერთხმად შეთანხმდა იმაზე, რომ ის რაც მერიისთვის ავთენტური იყო, რეალურად ქალაქისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

მრავალმხრივი საჯარო პროტესტის შემდგომ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს და ტურისტებისთვის განკუთვნილ აპლიკაციას ახლა უკვე „ქალაქი მუზეუმი“ ჰქვია.

„მოქალაქეების პროტესტმა გამოიღო საბოლოო ჯამში შედეგი და ქუთაისის მერმა უარი განაცხადა, გაურკვეველი ქუთაისისთვის შეუსაბამო „გეიარ-გამეიარესაგან“. ამ ყველაფრის თავიდან აცილება, იმთავითვე შესაძლებელი იყო, რომ გამოცხადებულიყო დისკუსია ამ სახელთან დაკავშირებით. ქუთაისის მერმა პირველი რაც უნდა გააკეთოს, უნდა წარუდგინოს მოსახლეობას ხარჯთაღრიცხვა, თუ რაში დაიხარჯა ეს 105 000 ლარი“,- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა