იმედი მაქვს, საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას - მარკ რუტე

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საკითხი შესაძლოა განვიხილოთ მოკლედ, - განუცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ჟურნალისტებს. რუტე ევროკავშირის ლიდერების სამიტს ესწრება.

მისი თქმით, აღელვებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო.

„იმედი მაქვს საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ახლა ჩვენ ველოდებით, რას იზამს საქართველოს მთავრობა, ყველაფერი ახლა თქვენზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა რუტემ.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატოს ახალ გენერალურ მდივნად 18 ივნისს აირჩიეს. ის ამ თანამდებობას ოფიციალურად 1-ელ ოქტომბერს  გადაიბარებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა