გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, რომ ირწმუნონ ჩვენი - გიორგი მამარდაშვილი

სულ ნახვები : 26
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

მართლაც ამაყები უნდა ვიყოთ ჩემი აზრით, რადგანაც საქართველოს ვაჩუქეთ ეს ჩემპიონატი, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან მატჩის დასრულების შემდგომ ისაუბრა.

მისი თქმით, საამაყოა ის ფაქტი, რომ ნაკრები მერვედფინალში გამოეთიშა ჩემპიონატს, რადგანაც წლების წინ ამ შედეგზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო.

მისივე თქმით, გულშემატკივარმა უნდა ირწმუნოს ნაკრების და ისინი აუცილებლად გაახარებენ მათ შემდგომში კიდევ უფრო მეტად.

„კარგად ვითამაშეთ თითოეულმა ფეხბურთელმა ჩემი აზრით. სამწუხაროა, რომ მერვედფინალში გამოვარდით, თუმცა ამითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ მერვედფინალიდან გამოვარდით, რადგანაც რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ აქამდე მოვიდოდით. ესპანეთი არის ჩემის აზრით ფავორიტი ამ ჩემპიონატის და ვფიქრობ, რომ მოიგებენ ამ ჩემპიონატს. სამწუხაროა, რომ ესპანეთი შეგვხვდა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის დასარული, რადგანაც ჩვენ უფრო გაძლიერებულები დავბრუნდებით და ქართველ გულშემატკივარს მინდა, რომ მოვიწოდო, რომ ირწმუნონ ჩვენი და აუცილებლად გავახარებთ მათ მომავალში", - განაცხადა მამარდაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა