ბუდუ ზივზივაძის მიმართ უსამართლო მოპყრობა გააპროტესტეთ - პეტრე კოლხი ფეხბურთელებს

სულ ნახვები : 362
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სასულიერო პირი, მამა პეტრე კვარაცხელია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც, თავისუფლების მოედანზე, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძისთვის სიტყვის არ მიცემას ეხმიანება. 

სასულიერო პირი მიმართავს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გააპროტესტონ, თანაგუნდელის მიმართ გამოჩენილი უსამართლო ქმედება.

„ფეხბურთელებო, დაფიქრდით, ღვთის რწმენა მარტო თამაშის წინ პირჯვრის წერა არ არის, სიმართლეს თვალი გაუსწორეთ და თქვენი ყველაზე გამორჩეული თანაგუნდელი- ბუდუ ზივზივაძის მიმართ უსამართლო მოპყრობა გააპროტესტეთ… ამით ყველაზე მთავარ გოლს გაიტანთ!..“, - წერს მამა პეტრე. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ სპორტულმა ჟურნალისტმა, დიმა ობოლაძემ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა