პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია, დიდი მადლობა მას მასპინძლობისთვის - კიტეიშვილი

სულ ნახვები : 161
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია. 

„რა თქმა უნდა, პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია. დიდი მადლობა მას მასპინძლობისთვის და ლოცვა-კურთხევისთვის. ის ჩვენ მიმართ, ნაკრების მიმართ მხარდაჭერას ყოველთვის გამოხატავდა. ვფიქრობ, მისი ლოცვა-კურთხევა ევროპის ჩემპიონატზე მუდამ გვეხმარებოდა. პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტია“ - აცხადებს კიტეიშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა