„თითების ამპუტაციაა საჭირო“ - „გლოვოს“ კურიერს საოპერაციოდ ამზადებენ

სულ ნახვები : 226
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„გლოვოს“ კურიერს, თემო სიგუას, საოპერაციოდ ამზადებენ. სიგუას დედა ამბობს, რომ მის შვილს თითების ამპუტაცია დასჭირდება.

„ორივე ფეხი საოპერაციოა. დამსხვრეულია ძვლები.  ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ექიმი მელაპარაკაო ვერ ავაწყობთ და თითების ამპუტაცია იქნებაო საჭირო.

ოთხი კი ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთთან იყო კამათი, იარაღი ამოიღო და უცებ მესროლაო. ერთი მე ამომიდგა, მოტოზე დამსვა და დავაი გააღწიე აქედანო. ერთი ბოთლი აკლიაო და მე ვუთხარი- შეფუთული ხო იყო, მე რა შუაში ვარო, გლოვოში დარეკე, მე რაც ჩამაბარეს ის ჩაგაბარეთო. შენო ბიჭო ვის ეტლიკინებიო და დედაზე შემაგინაო“ , -  ლენა ჩოგოვაძე.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, 6 ივლისს, დღის საათებში მოხდა. კურიერს რვა პირი დაესხა თავს. ანგარიშსწორების მიზეზი ერთი ბოთლი ლუდი გახდა, რომელიც შეკვეთას აკლდა. კურიერი კი ამბობს, რომ არაფერ შუაშია და „რაც მაღაზიამ გამოატანა, ის მიუტანა მომხმარებელს“.

შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა