კლიმატის ცვლილების გამო ანტარქტიდა მწვანდება - Nature Geoscience
სულ ნახვები :
95
...
Nature Geoscience - ის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების გამო ანტარქტიდა მწვანდება.
Nature Geoscience -ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე მცენარეული საფარი 10-ჯერ გაიზარდა. მცენარეულობის ფართობმა აქტიური ზრდა დაიწყო 2016 წელს, ხოლო 2021 წელს იგი მოიცავს თითქმის 12 კმ²-ს, როცა 1986 წელს მას 1 კმ²-ზე ნაკლები ეკავა.
ბოლო 60 წლის განმავლობაში ანტარქტიდამ განიცადა ტემპერატურის მნიშვნელოვანი ზრდა და დათბობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალო გლობალური დათბობა.