ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი - ბენიამინ ნეთანიაჰუ

სულ ნახვები : 100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს აქვს თავდაცვის მოვალეობა და ის უპასუხებს ირან სიმ თავდასხმაზე, რომელიც განახორციელეს მათ წინააღმდეგ.

ირანის მიერ, ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, ნეთანიაჰუმ მსოფლიოში უმსხვილესი თავდასხმა უწოდა.

„ირანმა ჩვენი ტერიტორიისა და ქალაქების მიმართულებით ორჯერ გაუშვა ასობით რაკეტა. ეს იყო ისტორიაში ბალისტიკური რაკეტებით ერთ-ერთი უმსხვილესი თავდასხმა. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ შეეგუებოდა ასეთ თავდასხმას თავის ქალაქებსა და მოქალაქეებზე - არც ისრაელის სახელმწიფო შეეგუება. ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა მან.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა