ისრაელმა უკრაინას საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემა გადასცა

სულ ნახვები : 103
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისრაელმა უკვე გადასცა უკრაინას საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემა, - ამის შესახებ, მიხეილ ბროდსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ახლა სისტემის დანერგვაზე პასუხისმგებელი უკრაინული მხარეა.

ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს იმაზე, თუ რატომ არ დაიწყო მუშაობა.

„ერთადერთი ინფორმაცია, რაც მე მაქვს ჩვენი სამხედროებისგან, რომლებიც მუშაობდნენ ამ სისტემაზე, არის ის, რომ ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირებები და გადავეცით უკრაინულ მხარეს, ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც გაგრძელდა თვეების მანძილზე, ჩვენი მხრიდან საქმე შესრულებულია“, - განაცხადა მან მან ZN-თან ინტერვიუში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა