ილია მეორე მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

სულ ნახვები : 178
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს:

„დიდია ყველას გულისტკივილი ქალბატონი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა.

სიკეთით, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე დიდებული ხელოვანი ახლა უკვე მარადიულობის გზას შეუდგა.

აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი ლიანას უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, - ვკითულობთ პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა