თუ ხელისუფლებისგან არ მიიღო ხელშეწყობის რეჟიმი, გაუჭირდება 5 %--იანი ბარიერის გადალახვა - დავით ზურაბიშვილი გახარიას პარტიაზე

სულ ნახვები : 232
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ ხელისუფლებისგან არ მიიღო მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმი, მაშინ მათ ძალიან  გაუჭირდებათ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, - განუცხადა  „ქრონიკა+“-ს „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა, პოლიტიკის ანალიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას.  ზურაბიშვილის თქმით, გახარიას პოზიცია რომ მარტო გავიდეს არჩევნებზე  პრინციპულად მცდარი პოზიციაა.

„ვფიქრობ, რომ ეს პრინციპულად მცდარი პოზიციაა, ვერ აქაჩავს 5 პროცენტზე მაღლა.  გახარია გამოცდილი კაცია და ეს კი უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება პატიოსან არჩევნებს  არ ჩაატარებს.  თუ ხელისუფლებისგან არ მიიღო მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმი, მაშინ მათ ძალიან  გაუჭირდებათ. რეიტინგში 5 ან 6 პროცენტის ქონა არაფრის გარანტია არაა.  მე კი ვგულშემატკივრობ მათ, რომ გადალახონ 5 პროცენტი, რადგან თუ ისინი ვერ გადალახავენ, ძალიან დიდი ალბათობით, ხელისუფლება ისევ დარჩება“, - განუცხადა „ქრონიკა+“-ს ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება სწორედ ისეთი პარტიების წინააღმდეგ იმოქმედებს, რომლებიც 5 პროცენტიან ბარიერთან ახლოს დგანან.

„ეს საკმაოდ სახითადო ზღვარია, არჩევნების დროს შეიძლება  გამოვიდეს 4. ხელისუფლება იბრძოლებს რომ სწორედ მათ არ გადალახონ ბარიერი და შედეგად მათი ხმები მიიღონ. ენმ-სა და „ახალს“ რაც უნდა ებრძოლონ, მაინც გადალახავენ, ამიტომ  ზღვართან ახლოს მყოფ პარტიებზე იქნება სერიოზული ზეწოლა“, - განუცხადა „ქრონიკა+“-ს ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სრული ინტერვიუს წაკითხვა ქრონიკა +-ს დღევანდელ, 8 ივლისის ნომერშია შესაძლებელი.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა