ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციის დევნითა და კვლევით არის დაკავებული - გრიგოლ გეგელია

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შექმნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, არის დაკავებული ოპოზიციის დევნითა  და კვლევით, ასე ეხმიანება „ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია  "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებას ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რომლის მტკიცებითაც, ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს.

გეგელიას თქმით, „ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ ქვეყანა  არის კორუფციაში ჩამხრჩვალი.

„ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ ქვეყანა არის კორუფციაში ჩამხრჩვალი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი  ანტიკორუფციული ძალისხმევა და ის ვითომდა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შექმნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, არის დაკავებული ოპოზიციის დევნითა  და კვლევით. არავითარი ანტიკორუფციული ძალისხმევა ამ ქვეყანაში არ ტარდება. 

ჩვენ ვნახეთ დეკლარაციების შევსება-არშევსების საკითხი არის მიგდებული, რაც არის  პირდაპირ  ხელის დაფარება კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე, რომლებიც ხელისუფლების წიაღში გვევლინებიან.  ამავე დროს ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული,  როგორც კი შეიცვლება   ხელისუფლება“, - განაცხადა გეგელიამ. 

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს, რომ 2022 წელს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით შექმნილმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი. ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა