პრეზიდენტი სააკაშვილი ამ ისტორიული უსამართლობის დროსაც კი ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც დღეს არის რუსული ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი, ამ ისტორიული უსამართლობის დროსაც კი ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე და აბსოლუტურად ვიზიარებ მის მოსაზრებას, რომ საზოგადოების ყველა წევრი უნდა გავერთიანდეთ ამ მომავლის გადასარჩენად, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

„პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც დღეს არის რუსული ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი, ამ ისტორიული უსამართლობის დროსაც კი ორიენტირებულია მხოლოდ მომავალზე, ჩვენი ქვეყნის უკეთეს, ნათელ, ევროპულ მომავალზე და აბსოლუტურად ვიზიარებ მის მოსაზრებას, რომ საზოგადოების ყველა წევრი, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, უნდა გავერთიანდეთ ამ მომავლის გადასარჩენად.

 ამ თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ადამიანების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, თუ პარტიები ვერ ახერხებ ამ ეტაპზე გაერთიანებას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ადამიანებთან, ვინც აქტიურად არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, საკითხი დგას ქვეყნის გადარჩენის, ამიტომ ვთვლით, რომ მაქსიმალურად საერთო ძალებით უნდა შევიდეთ ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა