„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კრიტიკული ტელევიზიების განცხადებას ეხმიანება

სულ ნახვები : 68
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მხარს უჭერს, სამი ტელეკომპანიის „მთავარი ახრის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ ერთობლივ განცხადებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ არხის საეთერო ბადეში არ იქნება განთავსებული მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომის კადრებია გამოყენებული.

ქარტია მიიჩნევს, რომ ტელევიზიების გადაწყვეტილება სამართლიანია და „ქართული ოცნების“ მიერ დამზადებული ვიდეორგოლები, ძირს უთხრის ორი ქვეყნის, ისტორიის მანძილზე განმტკიცებულ მეგობრობას.

„ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია„ მხარს უჭერს ტელეკომპანიების "ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი" გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ "ქართული ოცნების" არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია,“, - ნათქვამია განცხადებაში,

   

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა