გააყალბეს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ფორმა 100 - რას წერს იუსტიციის მინისტრი?

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ფორმა 100, რომელიც მისი პირის ღრუს მდგომარეობას შეეხებოდა გაყალბებულია.

ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს, „ხუთოსნებს“ უწოდებს.

„ „ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.

პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100 იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის “ვსესაიუზნი” ჯილდოზე არიან წარდგენილნი.

წინ, მართალო ამხანაგებო!

P.s ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, - წერს ბრეგაძე.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა