ანტიეროვნული ქმედება - გახარია „ოცნების“ მიერ ეუთოს რეზოლუციის მხარის არდაჭერაზე

სულ ნახვები : 89
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება გაცვალა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში,- ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის“ ლიდერმ, გიორგი გახარიამ გადაცემაში „გახარიას კვირა ისაუბრა.

მისი თქმით, იდეალური ვორდინგია მოცემული ეუთოს რეზოლუციის ბოლო ტექსტში, საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

„ეუთოს განცხადება, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ,  არ ვიცი, ახლა ამას რა დავარქვა, დანაშაულებრივად არ მისცა ხმა, იქაც მარტივი რამ იყო - მათ, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის, რუსეთზე მოთხოვნის 2008 წლის პირობების შესრულების... აი, ამას ყველაფერს ხელი არ მოაწერეს, ხმა არ მისცეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე განცხადებაში, იგივე რეზოლუციაში იყო მოთხოვნა, ნორმალურად, დემოკრატიულად, კონკურენტულად არჩევნების ჩატარების!

ფაქტობრივად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება, გაცვალა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში.

ბოლო ტექსტი რომ წაიკითხოთ, იდეალური „ვორდინგია“, იდეალური ფორმულირებებია, თუ როგორ უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, როგორ სთხოვენ რუსეთს, დატოვოს საქართველოს ტერიტორია და მატყუარა ხელისუფლებამ, რომელიც თავის თავს რაღაც კონსერვატიულს, თუ რაღაც ტრადიციულს ეძახის, ჩაიდინა ანტიეროვნული ქმედება, გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამავე რეზოლუციაში მათ მიმართ იყო მოწოდება, რომ, მეგობრებო, ნორმალურად ჩაატარეთ არჩევნები და გაუფრთხილდით ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის ნებას!“, - განაცხადა გახარიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა