შალვა ნათელაშვილი ბრიტანეთის პრემიერს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვს

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

პირველივე გადაწყვეტილება, რომელსაც ის მიიღებს და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, იყოს საქართველოს დიქტატორი, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის სრული დასანქცირება ბრიტანეთის ფინანსური და საბანკო ხელისუფლების მიერ, - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც აპირებს დიდი ბრიტანეთის ახლადგაპრემიერებულ ლეიბორისტ კეირ სტარმერს თხოცვნით მიმართოს. ამასთან ნათელაშვიული ლეიბორტისტებს  გამარჯვებას ულოცავს და ქართველ ამომრჩეველს ბრიტანელების არჩევანის გამეორებისკენ მოუწოდებს. 

„მე ვთხოვ ჩემს კოლეგას, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ სტარმერს, პირველივე გადაწყვეტილება, რომელსაც ის მიიღებს და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, იყოს საქართველოს დიქტატორი, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის სრული დასანქცირება ბრიტანეთის ფინანსური და საბანკო ხელისუფლების მიერ. ეს იქნება უდიდესი თანადგომა ქართველი ხალხისადმი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უკიდურეს ბლოკპოსტში აი, ასე მედგრად იბრძვის რუსული იმპერიალიზმისა და მათგან გამოგზავნილი დიქტატორული სისტემის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა , ისევე როგორც თვაისუფლებისთვის სხვა ბრძოლები, დამთავრდება ჩვენი ხალხის გამარჯვებით და ევროპასთან იმ ინტეგრაციით, რასაც ჩვენი ისტორია და დღევანდელობა იმსახურებს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. პარტიის ლიდერი კეირ სტარმერი კი პრემიერი გახდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა