ჩემთვის, ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა, დღეს ეს ოცნება ამიხდა - მამარდაშვილი

სულ ნახვები : 170
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა. 

„პირადად ჩემთვის, ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა. დღეს ეს ოცნება ამიხდა და მადლობელი ვარ ამისთვის. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ალბათ, არავინ ელოდებოდა, რომ აქამდე გავიდოდით და ასეთ თამაშებს ვაჩვენებდით. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, რომ ამ რთული მატჩების დროს გვერდით გვედექით. მადლობა მთელ საქართველოს, რადგან გერმანიაში გამოჩნდა ის ქართული ძალა და სული, რაც გვაქვს. ეს ჩვენ ვიცოდით, მაგრამ მსოფლიოს ვაჩვენეთ“ - განაცხადა მამარდაშვილმა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა