არც გვარამისტებთან, არც მიშისტებთან, არც ბიძინისტებთან არანაირ გაერთიანებას არ ვაპირებთ - გუგავა

სულ ნახვები : 226
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ლეიბორისტული პარტია“, როგორც მემარცხენე დემოკრატიული, მთავარი დემოკრატიული სოციალიზმის იდეის გამტარებელი საქართველოში დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

„ჩვენ არც გავარმისტებთან, არც მიშისტებთან, არც ბიძინისტებთან არანაირ გაერთიანებას არ ვაპირებთ გამომიდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში გასატარებელია მნიშვნელოვანი რეფორმები. არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმია დასაშლელი რომელი საქმეც სანქცირებირთ ჩვენ და ხალხის ერთობამ დაიწყო ეს პროცესი, არამედ დასამარცხებელია ასვე ოლიგარქიული სისტემა და ამ ქვეყანაში, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამდე მანამდეც მოქმედებდა მსგავსი რეჟიმი და იმის ანასხლეტებია რასაც ჩვენ ვუყურებთ“, - ასე პასუხობს CNews-ის მიერ დასმულ შეკითხვას ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით, „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი გიორგი გუგავა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი რეფორმაა გასატარებელი, რომელმაც უნდა შეცვალოს ქვეყანაში ოლიგარქიული სისტემა და ამის გაკეთების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ლეიბორისტულ პარტიას.

„თუ ეს გაგრძელდა მაშინ, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება პრორუსი ოლიგარქი მართავს თუ პროდასავლური ოლიგარქია. ერთიც და მეორეც ხალხის და  ქვეყნის ქონების ძარცვაზეა ორიენტირებული. ერთადერთი ვისაც ქვეყნის საერო, სახალხო ქონების სამართლიანი გადანაწილების პრინციპის გატარება შეუძლია არის ლეიბორისტული პარტია და ამ პრინციპით ვაპირებთ ჩვენ ევროპული, სოციალური დაცულობის სისტემის შექმნა გვინდა ამ ქვეყანაში და ამის დაცულობის განხორციელება შეუძლია ლეიბორისტულ პარტიას და ვფიქრობთ, რომ უდიდესი მხარდაჭერა გვექნება საზოგადოების მხრიდან", - განუცხადა გუგავამ CNews-ს.

გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა