5 ივლისის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა ვითარება - ნინო გაზდელიანი

სულ ნახვები : 273
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნინო გაზდელიანი ერთ-ერთია, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს, რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლების პირისპირ აღმოჩნდა, რა დროსაც მას პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეეშალა.

მისი თქმით, 5 ივლისის შემდგომ, კიდევ უფრო მეტად გაუარესდა საქართველოში მედიის მდგომარეობა.

„5 ივლისის შემდეგ არათუ გაუმჯობესდა ვითარება, კიდევ უფრო გაუარესდა. მედიის საქმიანობა იზღუდება ისევ. ჩვენ ვნახეთ რომ რუსული კანონის განხილვის დროს, მედიის ძალიან დიდ ნაწილს, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის და მუშაობის უფლება არ მიეცა. ხელისუფლება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ძალიან კარგად გამოიყენებს რუსულ კანონს. რთული პერიოდი გველის, მე ასე ვფიქრობ და არანაკლები წნეხის ქვეშ შეიძლება მოვექცეთ ჟურნალისტები“, - განაცხადა გაზდელიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა