მარკუს ბაბელი - კვარაცხელია ლივერპულს მოუხდებოდა

სულ ნახვები : 211
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლივერპულის ყოფილ გერმანელ მცველ მარკუს ბაბელს, რომელიც 1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, საქართველოსთანაც აქვს გოლი გატანილი: ნიურნბერგში, როცა გერმანიამ 4:1 მოიგო.

ბრიტანულ პრესაში ჯერ ისაა აღნიშნული, რომ ლივერპულს ჰყავს მძლავრი შემტევი ფლანგელები (დიასი, სალაჰი), მაგრამ ახალ მწვრთნელ არნე სლოტს შემადგენლობის გაძლიერება და ზოგიერთ პოზიციაზე დიდი კონკურენციის შექმნა სურს. 

ბაბელი ლივერპოოლ ეცჰო-სთან: „ხვიჩა კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია, საოცარი ტალანტი. ლივერპულში მისი მოსვლა დიდებული იქნებოდა, განსაკუთრებით სტილის გამო.

კვარაცხელია ლივერპულს მოუხდებოდა, ჭკვიანია და ბურთის ფლობა უყვარს. ვფიქრობ, მთლიანად პრემიერლიგას მოუხდებოდა, თან ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. თუმცა ვფიქრობ, ტრანსფერის განხორციელება რთულია, რადგან ნაპოლის პრეზიდენტი მას იოლად არ დათმობს. მგონი, დაიწერა, რომ 150 მილიონ ევროს ითხოვს, ეს კი პსჟ-სთვის და ლივერპულისთვისაც კი ბევრია“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა